მიმტანი

30 მარტი - 30 აპრილი

კომპანია "City Hotels",   რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "City Center", აცხადებს  ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ცვლები - 06:30-14:30 (დილით ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ)/მეორე ცვლა - 13:00- 23:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი (+ ბონუსები)

მოთხოვნები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური და ენერგიული;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** მაღალი ხარისხის სერვისზე ორიენტირებული.

მოვალეობები:

** საუზმის ორგანიზება შესაბამის გუნდთან ერთად;
** სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება  და გამასპინძლება;
** სტუმრის წასვლის შემდგომ, მაგიდის მოწესრიგება პროცედურების შესაბამისად;
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
** სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
** ანგარიშსწორების წარმოება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას
** დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ და გუნდურ  გარემოს
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV მისამართზე:  hr@cityhotels.ge

წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მიმტანი" .

 "City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ  დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ City Avenue და City Center

გისურვებთ წარმატებებს!