ბელბოი

30 მარტი - 30 აპრილი

კომპანია "City Hotels", რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "City Center", აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები
ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი (+ ბონუსები)

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მოწესრიგებული და თავაზიანი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა და სასტუმრო ოთახამდე მიცილება;
** სტუმრის ბარგის ორგანიზებულად მიტანა/გამოტანა;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას
** ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს 
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: hr@cityhotels.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბელბოი".

"სითი გრუპის" სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: City Avenue და City Center