გაყიდვების მენეჯერი

29 მარტი - 29 აპრილი

შპს "კინო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბილეთების რეალიზაციისა და კინოდარბაზების კერძო, თუ ჯგუფური გაქირავების ორგანიზებისათვის მოლაპარაკებების (პირადი შეხვედრები, სატელეფონო საუბრები) წარმოება;
** სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა და მათთვის შეთავაზებების მომზადება;
** კლიენტთან დაკავშირებული ყველა პრობლემისა და საკითხის ოპერატიული გადაჭრა;
** ჩატარებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაციებისა და ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება გამოცდილება;
** მისასალმებელია საკუთარი კლიენტთა ბაზის ქონა;
** კომუნიკაბელურობა, სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი, გამართული მეტყველება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ფლობა.

პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი;
** ხელფასი 600 ლარიდან (გამომუშავებით)
** სამუშაო ადგილი საქალაქო ტელეფონით და კომპიუტერით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: 9606900@gmail.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (გრაფაში "subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ მომდევნო ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის 14
ტელეფონი: 0431 23 01 10.