მოლარე-კონსულტანტი

05 აპრილი - 05 მაისი

კომპანია "ჩირიფრუტი" უკვე მეხუთე წელია სთავაზობს მომხმარებელს ქართული ხილისგან დამზადებულ ნაწარმს - ჩირს, ტყლაპს, ცუკატებს და ჩირისგან დამზადებულ შოკოლადიან ნუგბარს. კომპანია მზარდია და მასში უკვე დასაქმებულია 20-მდე ადამიანი. უმრავლესობას შეადგენენ ქალბატონები. უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მათ შორისაა ბათუმი და ქუთაისი. 

ამჟამად კომპანია იწვევს 21-35 წლის გოგონებს ან ვაჟებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

1. ბათუმი მოლი (ბათუმი, გორგილაძის 88)
2. შავი ზღვის მოლი (ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 22)

აუცილებელი უნარები: 

** კომუნიკაბელური
** კეთილსინდისიერი
** პუნქტუალური
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საშუალო დონეზე.

სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს 10:00-22:00.
ყოველთვიური ანაზღაურება: 400 ლარი.

სურვილის შემთხვევაში გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით - chirifruit@yahoo.com და დაგვიკავშირდით ნომერზე 597589898 - სოფო