ტრენინგი ინტერიერის დიზაინში

08 მაისი - 08 ივნისი

კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს - "ინტერიერის დიზაინი".

ტრენინგის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის შექმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, შენობა-ნაგებობის შიდა სივრცის კონცეპტუალური დაგეგმარების ხერხებსა და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას. 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.

ტრენერები: გიორგი წანაწყენიშვილი, მარინა მაისურაძე, გურამ აბულაძე, დიანა დანელიანი

ტრენინგის თემატიკა:

** ინტერიერის სივრცის გაანალიზება;
** არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლების პრაკტიკაში გამოყენების ხერხები; 
** დიზაინის კონცეფცია, სივრცის ფუნქციური ზონირება და მისი ორგანიზება;
** აზომვითი ნახაზის შესრულება; 
** ძირითადი კონსტრუქციული სქემის განხილვა;
** განათება და ფერი ინტერიერში;
** ავეჯის განთავსება და ერგონომიკის ელემენტები;

ArchiCAD:

** სამუშაო არის მოწყობა
** ობიექტების დამუშავება
** დამხმარე ინსტრუმენტების განხილვა და გამოყენება
** ფოტორენდერი და ვიზუალიზაცია
** მარტივი პროექტის შექმნა

3Ds Max:

** გეომეტრიული პრიმიტივების შექმნა და რედაქტირება
** დამხმარე ინსტრუმენტების განხილვა და გამოყენება
** კედლების, ჭერის, იატაკის, ავეჯის მოდელირება
** ობიექტის ტექსტუირება Vray-ის გამოყენებით
** ვიზუალიზაცია

ტრენინგის განრიგი:

** ტრენინგის დასაწყისი: 28 მაისი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 კვირა
** ჩატარების დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
** ჩატარების დრო: 19:00-22:00 (საათი)

საფასური და რეგისტრაცია:

** ტრენინგის ღირებულება: 950 ლარი
** ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს მის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღით ადრე
** გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 514111171 (433)
ელ. ფოსტა: mkhvichia@cu.edu.ge