კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

18 აპრილი - 18 მაისი

"კავკასიის უნივერსიტეტი", "კავკასიის ეკონომიკის სკოლა" (CSE) აცხადებს კონკურსს პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის (4 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტ პროფესორის (4 ვაკანტური ადგილი) აკადემიურ თანამდებობებზე:

ეკონომიკა (2 პროფესორი)
მიკროეკონომიკა (2 ასოცირებული პროფესორი)
მაკროეკონომიკა (2 ასოცირებული პროფესორი)
ეკონომიკა (4 ასისტენტ-პროფესორი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორისთვის:

პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება  და დისციპლინის შესაბამის სფეროში საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორისთვის:

ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება და დისციპლინის შესაბამის სფეროში საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება.

ასისტენტ- პროფესორისთვის:

ასისტენტ-პროფესორად 3   წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება და დისციპლინის შესაბამის სფეროში საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება.

კანდიდატების მიმართ წაყენებული  დამატებითი მოთხოვნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხიმგებლიანი;
** დისციპლინირებული;
** გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
** ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

სხვა უნარები:

** ინგლისური ენის კარგად ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** ​CV-რეზიუმე;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ეკონომიკის მიმართულებით (დოქტორანტებმა უნდა წარმოადგინონ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა) ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  დიპლომის ასლები;
** საკანდიდატო და/ან სადოქტორო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
** ​სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
** სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე ნაშრომის გარე ყდის ასლებს (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
** სხვა დოკუმენტები სურვილისამებრ.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა  
II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
III ეტაპი - კონკურსის შეჯამება

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2019 წლის 18 აპრილი
საბუთების მიღება: 2019 წლის 18 მაისიდან - 2019 წლის 21 მაისის ჩათვლით
კონკურსის ჩატარების პერიოდი: 2019 წლის მაისის თვე
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 30 მაისი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 2 377777

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!