ბარისტა

27 მარტი - 27 აპრილი

კაფე-რესტორანი "პავილიონი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** მრავალფეროვანი რეცეპტურის სრულყოფილად ცოდნა და მომზადება;
** რესტორნის სტუმრების შეკვეთების სწრაფი და ეფექტური დაკმაყოფილება, თავაზიანი და კეთილგანწყობილი მომსახურება, სალაროს მეშვეობით ზუსტი ანგარიშსწორება;
** სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა ინგრედიენტებთან დაკავშირებით;
** ბარის მარაგის რეგისტრაციის წარმოება, კონტროლი, შეკვეთა და განთავსება;
** ინვენტარიზაციის ჩატარება;
** მომხმარებლისთვის მახასიათებლების და უპირატესობების ახსნა;
** ობიექტის მენეჯერთან ერთად გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** შინაგანაწესისა და პროცედურების სრულყოფილი ცოდნა და დაცვა.

მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დისციპლინისა და სისუფთავის დაცვა
** დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (გამოსაცდელი პერიოდი ანაზღაურებადია).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით info@cafepavilioni.com