PRE-CELTA ტრენინგი ინგლისური ენის მასწავლებელთათვის

17 ივლისი - 29 ივლისი

"ბიზნეს აკადემია" ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო, სასერტიფიკატო, საკვალიფიკაციო ცენტრია საქართველოს ბაზარზე. 
ბიზნეს აკადემიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გამოცდილი, კვალიფიციური , სერტიფიცირებული და თანამედროვე სწავლების სისტემას მორგებული ცენტრია, სადაც ოქსფორდის უნივერსიტეტის სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს ინგლისური ენის შესწავლა და ინგლისური ენის პედაგოგების გადამზადება-დატრენინგება.

ტრენინგი: CELTA-მდე მოსამზადებელი ტრენინგი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის - PRE-CELTA 

ვის შეუძლია ტრენინგზე დარეგისტრირება? - ისეთ ინგლისური ენის პედაგოგებს, ვინც მუშაობს საჯარო თუ კერძო სკოლაში, ამზადებს მოსწავლეებს ან არის მე-4 კურსის სტუდენტები, მაგისტრები და სურთ პედაგოგის სტატუსის მოპოვება და მათ არ აქვთ აღებული CELTA -ს სერტიფიკატი. 
ინგლისური ენის პედაგოგები გაეცნობიან თანამედროვე სწავლების სტანდარტებს და პროცესებს, მიიღებენ გამოცდილებას, რომლის საფუძველზეც მათი სამიზნე აუდიტორია იქნება 3-ჯერ მეტი ვიდრე არის დღეს.

რატომ ტრენინგი და რატომ სერტიფიცირება? - სერტიფიცირებული პედაგოგები დღევანდელი სასწავლო მეთოდების მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე არიან მაღალანაზრაურებადი მასწავლებლები. მათთვის მარტივია წამყვან სასწავლო -საგანმანათლებლო ორგანიზაციებში და ჯანსაღი კონკურენციის მქონე კერძო სკოლებში მუშაობის დაწყება; იზრდება კერძო მოსწავლეების რაოდენობა და იზრდება სასწავლო ფასიც.

ბიზნეს აკადემია დიდი სანდოობით სარგებლობს მოსწავლეთა "ბაზარზე", რადგან აქ მათ ხვდებათ XXI საუკუნეს მორგებული სასწავლო სისტემა. 
აღნიშნული ტრენინგი პირდაპირ კავშირშია მასწავლებლების სასერტიფიკატო- საკვალიფიკაციო გამოცდებთან.

შედეგები: აღნიშნული ტრენინგების გავლის შემდეგ არაერთმა პედაგოგმა მიაღწია დიდ კარიერულ წარმატებას. დღეს მათ ვხვდებით წამყვან კერძო სკოლებსა თუ ლიცეუმებში.

ტრენინგის მოკლე მიმოხილვა:

1. ენა, ენის მიმოხილვა, აღწერა ენის (skills)
2. მოსწავლის, მსმენელის, აუდიტორიის, კლასის დონის განსაზღვრა და კატეგორიებად დაყოფა.
3 დონის, დონის სიძლიერის და შესაძლებლობების მიხედვით სასწავლო პროგრამის შერჩევა და გამოყენება: დონის მიხედვით 3 კატეგორია, მაგ: B1/A - ძლიერი, B1/B - საშუალო, B1/C - საშუალოზე დაბალი. როგორ შევარჩიოთ და რომელი სასწავლო მასალა-პროგრამა შევიტანოთ.
4. გაკვეთილის დაწყება (WARM-UP)- გაკვეთილის დამთავრება (Production)
5. გაკვეთილის დაგეგმა ჯგუფთა (კლასი), აუდიტორიასთან, ინდივიდუალურ მოსწავლესთან,.
6. ეფექტური ნაყოფიერი გაკვეთილის შემადგენლობა. 
7. მოსწავლის მოტივაცია, შეცდომის როლი სასწავლო პროცეში, განსხვავება L1 და L2 შორის.
8. შეფასება, შეფასების ტიპები და დავალებები.
9. გაკვეთილის თანმიმდევრობა, გაკვეთილის მიზნის შერჩევა და გამოკვეთა, შეარჩიო და გამოიყენო რესურსები, დამატებითი რესურსები და ა.შ.
10. შუალედური ტესტების, სემესტრული ტესტირების და ზეპირი გამოცდის დაგეგმვა
11. მენეჯმენტი-სასწავლო პროცესის მენეჯმენტი, საგაკვეთილო პროცესის მენეჯმენტი. 

კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა
ტრენინგის ხანგრძლივობა: 20 სთ
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 სთ
ტრენინგზე ადგილის დასაჯავშნად რეგისტრაციის თანხა: 50 ლარი.
ტრენინგის საფასურის - 250 ლარის გადახდა შესაძლებელია ტრენინგის დაწყების შემდეგ (შესაძლებელია II ნაწილად გაყოფა)
სულ გადასახადი: 50+250 =300 ლარი

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა მასწავლებლის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი (მხოლოდ ინგლისურ ენაზე).

რეგისტრაცია მიმდინარეობს: ნაკადი N1 - 16:00 სთ და ნაკადი N2 - 18:00 სთ

რეგისტრაციისთვის აუცილებელია გამოაგზავნოთ რეზიუმე (СV) მისამართზე: hrbacademy@gmail.com და სათაურში მიუთითოთ " მასწავლებლების ტრენინგი" და სასურველი ნაკადის ნომერი.

ტრენინგი დაიწყება 22 ივლისიდან. დეტალური ინფორმაცია იხილეთ https://www.facebook.com/biznesakademia/

პირველ ტრენინგზე სარეგისტრაციო ქვითარი უნდა წარადგინოთ ადმინისტრაციაში. 

საბანკო რეკვიზიტები: TBC BANK, ბიზნეს აკადემია, ს/კ 439393238, ა/ნ GE43TB7853536080100004
დანიშნულება: მასწავლებლის ტრენგზე რეგისტრაციის საფასური, სახელი და გვარი

საკონტაქტო ტელეფონი: (+995 555)678545 და +995 598 77 85 82
მისამართი: მარჯანიშვილის N21, მე-4 სართული, N15