სამუშაო სივრცის კურატორი

18 დეკემბერი - 30 იანვარი

შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სტუდენტების სამუშაო სივრცის კურატორის/მეთვალყურის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 350 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი მოვალეობები:

** სივრცეში მომუშავე სტუდენტებთან კომუნიკაცია, სამუშაო ინსტრუქციების გაცნობა;
** სტუდენტებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაო სივრცეში სტუდენტების პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარებაში დახმარება;
** სივრცეში სამუშაო დისციპლინის ზედამხედველობა;
** ეთიკური ნორმების დაცვის კონტროლი;
** სამუშაო სივრცის კუთვნილი ინვენტარის ზედამხედველობა.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ამა წლის 30 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@btu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამუშაო სივრცის კურატორი".