პრაქტიკანტი

18 აპრილი - 10 მაისი

გრაფიკული დიზაინის სტუდია "Batash Studio" (http://batash.ge) აცხადებს ვაკანსიას პრაქტიკანტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ახალგაზრდა, უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულებს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს გრაფიკული დიზაინის, ფოტოგრაფიის, სახვითი ხელოვნების და/ან სხვა შესაბამისი განათლებით, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ პრაქტიკანტებად და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. წარმატებულ პრაქტიკანტებს ეძლევათ დასაქმების შესაძლებლობა. 

მიზანი:

** პრაქტიკანტი მონაწილეობას მიიღებს სტუდიის ყოველდღიურ საქმიანობაში;
** პრაქტიკანტი მიიღებს დიზაინერულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი (შესაბამის სფეროში) ან დამამთავრებელ კურსზე სწავლების დამადასტურებელი ცნობა;
** Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe Indesign პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები: 

** შემოქმედებითი აზროვნება;
** თვითგანვითარების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები: სრული ან ნახევარი განაკვეთი.
პრაქტიქტიკა ანაზღაურდება.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) და თქვენი ნამუშევრები (Portfolio) გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@batash.ge 2019 წლის 10 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, subject-ში მიუთითეთ practice და მიმაგრებული ფაილების ზომა არ აღემატებოდეს 8MB-ს.