სს "ბაზისბანკი" აცხადებს ტენდერს საკანცელარიო ნივთების შეძენაზე (1 წლის ვადით).
მომსახურების სახე:
ლოტი 1: საკანცელარიო ნივთების შეძენა (იხ. თანდართული ფაილი)
ლოტი 2:
** საოფისე ქაღალდი A-4 (80გრ) შეძენა
** საშუალო წლიური რაოდენობა 5000 შეკვრა.
მომარაგება უნდა მოხდეს თვეში ერთხელ შემდეგ მისამართებზე:
** ქ.თბილისი, სათაო ოფისი. ქ.წამებულის ქ. N1;
** ქ.ბათუმი, გოგებაშვილის ქ. N2.
** ქ.ქუთაისი, წერეთლის ქ. N1;
** ქ.თელავი , ერეკლე II ქ.N1.
** ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. N5
** ქ.გორი, სტალინის ქ N29
** ქ.ზუგდიდი, თეატრის ქ.N1
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
** დებულება კონფიდენციალურობაზე და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;
** საკანცელარიო ნივთების ჩამონათვალი.
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
** ფასთა ნუსხა (იხ. თანდართული ფაილი);
** ანგარიშსწორების პირობები;
** მოწოდების ვადები და პირობები;
** რეკომენდაციები (მინიმუმ 2 სხვადასხვა კომპანიიდან);
** შევსებული და ხელმოწერილი დებულება კონფიდენციალურობასა და ინტერესთა კონფლიქტზე (იხ. თანდართული დოკუმენტი);
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
** ტენდერის დასახელება;
** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
** მიმღების დასახელება ( სამეურნეო განყოფილება);
** ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 18.04.2018 (17:00 სთ)
გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მომსახურების პირობებს. გადაწყვეტილების დროს გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.
საკონტაქტო პირი:
სს "ბაზისბანკი", სამეურნეო განყოფილება
სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი - გოჩა ჩოჩოშვილი
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი N1
ტელ.: (+995 32) 2 922 922 (+ 133)
ელ.ფოსტა: tenders@basisbank.ge
ტენდერი საკანცელარიო ნივთების შეძენაზე
10 აპრილი -
10 მაისი