ტენდერი კარტრიჯების აღდგენაზე, პრინტერების გაწმენდა-შეკეთებაზე

12 მარტი - 12 აპრილი

სს "ბაზისბანკი" აცხადებს ტენდერს კარტრიჯების აღდგენასა და პრინტერების გაწმენდა-შეკეთების მომსახურებაზე (1 წლის ვადით). 

კარტრიჯების წლიური საშუალო რაოდენობა: 1800ც.

მომსახურების სახე:

1. პრინტერების მომსახურება: HP, HP 452dw, Lexmark 410de, Lexmark 264dn, Canon 3010, Canon 237w, Epson Pro wp 5690
2. კარტრიჯის შეძენა: HP 973XL INK; Epson WorkForce Pro WP-5690 Inkjet Cartridge 
3. კარტრიჯის დატენვა/აღდგენა

კარტიჯების სახეობები: 

** hp 12a 
** hp 36a
** hp 85a
** hp 83a
** hp 78a
** hp CF217A - 17A
** hp CF219A -19A
** canon 737
** canon 725
** lexmark c544 All Color
** lexmark X264/X364
** lexmark MX310/410.

კარტრიჯების მიწოდების სერვისი შემდეგ მისამართებზე:

** ქ. თბილისი, სათაო ოფისი, ქ. წამებულის ქ. 1;
** ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 41;
** ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 112;
** ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. 2;
** ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 1;
** ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. 41.
** ქ. რუსთავი, მეგობრობის ქ. 5
** ქ. გორი, სტალინის ქ. 29.

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ დებულება კონფიდენციალობაზე და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

** ფიქსირებული ფასები (ყველანაირი შესაძლო გადასახადის ჩათვლით), ერთეული კარტრიჯის მიხედვით;
** ფასები (ყველანაირი შესაძლო გადასახადის ჩათვლით), პრინტერების მომსახურების ტიპის მიხედვით;
** ანგარიშსწორების პირობები;
** მოწოდების ვადები და პირობები;
** რეკომენდაციები (მინიმუმ 2 სხვადასხვა კომპანიიდან);
** შევსებული და ხელმოწერილი დებულება კონფიდენციალურობასა და ინტერესთა კონფლიქტზე (იხ. თანდართული დოკუმენტი).

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. 

კონვერტზე უნდა მიუთითოთ: 

** ტენდერის დასახელება;
** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ.ფოსტის მისამართი, იურიდიული მისამართი);
** მიმღების დასახელება (სამეურნეო განყოფილება);
** ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა 20 მარტი, 2018 წ. (17:00 სთ)

გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მომსახურების პირობებს. გადაწყვეტილების დროს აუცილებლად გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები. 

საკონტაქტო პირი:

სს "ბაზისბანკი", სამეურნეო განყოფილება
სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი - გოჩა ჩოჩოშვილი
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი 1
ტელ.: (+995 32) 922 922 (+133)
ელ.ფოსტა: tenders@basisbank.ge