სტაჟირება - აგრო სესხების ექსპერტი

09 იანვარი - 25 იანვარი

სს "ბაზისბანკი" აცხადებს სტაჟირებას აგრო სესხების ექსპერტის პოზიციაზე ქ. გორში.

ძირითადი მოვალეობები:

** აგრო სესხების მაღალხარისხიანი საკრედიტო პორთფელის ფორმირება;
** მუდმივი ზრუნვა ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება, პრეზენტაცია საკრედიტო კომიტეტზე, სესხი გაცემა;
** პრობლემურ მსესხებლებთან მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია - საბანკო საქმე, საბუღალტრო აღრიცხვა; ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრირება)
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ​ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 25 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!