კლიენტთა მომსახურების უფროსი ოპერატორი

18 მაისი - 18 ივნისი

სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების უფროსი ოპერატორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე;
** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
** ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
** სერვისცენტრის თანამშრომლებისთვის კლიენტთა მომსახურებისას წარმოქმნილი საკითხებისა და პრობლემების გადაჭრაში დახმარების გაწევა;
** დღიური საბუთების შემოწმება-აღრიცხვა;
** სალარო და სავალუტო გადარიცხვების კონტროლი, შემოწმება, აღრიცხვა და მეორადი ავტორიზაცია.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო, ბიზნეს ადმინისტრირება)
** ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** თვით-მოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის;
** უნარი, ყურადღება მიექცეს დეტალებს, გააჩნდეს საუკეთესო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** სწრაფად და ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი.

განცხადების შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: კლიენტთა მომსახურების უფროსი ოპერატორი 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1 ივნისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.