კლიენტთა მომსახურების უფროსი ოპერატორი

14 ნოემბერი - 27 ნოემბერი

სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების უფროსი ოპერატორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე;
** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
** ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
** სერვისცენტრის თანამშრომლებისთვის კლიენტთა მომსახურებისას წარმოქმნილი საკითხებისა და პრობლემების გადაჭრაში დახმარების გაწევა;
** დღიური საბუთების შემოწმება-აღრიცხვა;
** სალარო და სავალუტო გადარიცხვების კონტროლი, შემოწმება, აღრიცხვა და მეორადი ავტორიზაცია;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო, ბიზნეს ადმინისტრირება)
** ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** ენები: რუსული, ინგლისური;
** საოფისე პროგრამები;
** თვით-მოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის;
** უნარი ყურადღება მიექცეს დეტალებს, გააჩნდეს საუკეთესო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** სწრაფად და ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 27 ნოემბერი.

შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!