კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორი

14 ნოემბერი - 27 ნოემბერი

სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე;
** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
** ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო, ბიზნეს ადმინისტრირება);
** ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** თვით-მოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის;
** უნარი ყურადღება მიექცეს დეტალებს, გააჩნდეს საუკეთესო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** სწრაფად და ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge 2019 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.

შენიშვნა: გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!