გაყიდვების ოფიცერი

12 დეკემბერი - 25 დეკემბერი

ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე ქ. თბილისში

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკის საცალო პროდუქტების რეალიზაცია;
** საქმიანი შეხვედრების და პრეზენტაციების გამართვა;
** მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** პოტენციურ მომხმარებლისთვის შეთავაზების გაკეთება, კონსულტაციის გაწევა; სესხის განაცხადის შევსება, გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მოძიება, სესხის გაცემა;
** საკუთარი მოზიდული კლიენტების მუდმივი მონიტორინგი და კავშირი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იმავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** უმაღლესი განათლება (სასურველია - ტექნიკური, საბანკო ან საფინანსო განხრით);
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!