განვადების ოფიცერი

02 ნოემბერი - 30 ნოემბერი

სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას განვადების ოფიცრის პოზიციაზე თბილისში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
** იმავე ან მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** კომუნიკაბელურობა;
** დარწმუნების უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სისხარტე;
** პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ბანკის პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის განვადების პროდუქტების შეთავაზება;
** განვადების შევსება და საკრედიტო რისკების ჯგუფთან გადაგზავნა;
** განვადების გაცემა;
** დადგენილი გეგმების შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა;
** ჯვარედინი პროდუქტების შეთავაზება ბანკის პოტენციურ და არსებული კლიენტებისთვის;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16 ნოემბერი 2017 წელი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ან ბაზისბანკის განაცხადის ფორმა თანდართული ფოტოთი (3X4) უნდა გამოგზავნონ ელ.-ფოსტაზე: hr@basisbank.ge და გთხოვთ, სათაურის ზოლში მიუთითოთ პოზიციის კოდი 1760 და პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.