აქტიური/პასიური სატელეფონო მომსახურების ოპერატორი

18 მაისი - 18 ივნისი

სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას აქტიური/პასიური სატელეფონო მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე. 

მოვალეობები:

** გამავალი ზარის განხორციელება/შემომავალი ზარის მიღება; 
** ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება/მომხმარებლისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება,
** შემომავალი სატელეფონო ზარების, ბანკის დისტანციური არხებით შემოსულ კითხვებზე პასუხი;
** საბანკო პროდუქტების გაყიდვა;
** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა; 
** ახალი კლიენტების მოზიდვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების პრინციპების ცოდნა;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** აქტიური სატელეფონო მომსახურების ოპერატორის პოზიციისათვის სასურველია გაყიდვების კუთხით საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** პასიური სატელეფონო მომსახურების ოპერატორის პოზიციისათვის სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის/ სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ენები: ინგლისური - კარგად; რუსული - კარგად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** თვით-მოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის;
** უნარი ყურადღება მიექცეს დეტალებს, გააჩნდეს საუკეთესო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** სწრაფად და ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: აქტიური/პასიური სატელეფონო მომსახურების ოპერატორი

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 1 ივნისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.