დიზაინერი

04 ნოემბერი - 18 ნოემბერი

შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ნატახტარი

ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიციისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

ძირითადი მოთხოვნები (უნარები):

** სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების მეთოდები და საშუალებები
** სხვადასხვა ბეჭდვითი გამოცემების გაფორმების მეთოდიკები, მოქმედი
** სტანდარტები და ტექნიკური პირობები
** პოლიგრაფიული დიზაინის საფუძვლები
** ტექნიკური ესთეტიკა
** სამუშაოებში გამოსაყენებელი მასალები და მათი თვისებები
** ნახატის ტექნიკა
** გრაფიკული პროგრამები (Adobe PhotoShop, Adobе Illustrator, CorelDraw)

ძირითადი მოვალეობები:

** ახორციელებს საწარმოს ქვედანაყოფების შეკვეთით დროულ და ხარისხიან სამხატვრო-გაფორმებით სამუშაოებს
** ასრულებს გამოცემების სამხატვრო და ტექნიკურ გაფორმების პროექტებს გამომდინარე ინფორმაციიდან, რომელსაც მას აწვდის უშუალო ხელმძღვანელი (მიზნობრივი ჯგუფის, დავალების მიზნის, შესრულების დროის და ა.შ. შესახებ)
** აკეთებს ესკიზებს და ასრულებს სხვადასხვა ხასიათის პუბლიკაციების (ჟურნალებში, ბუკლეტებში, სხვა), პროექტების, ანგარიშების, საინფორმაციო და სარეკლამო მასალების სამხატვრო გაფორმების სამუშაოებს; ასრულებს პროდუქციის, მისი შეფუთვების, სავაჭრო ნიშნების დიზაინს
** უწევს კონსულტაციას თავის უშუალო ხელმძღვანელს დასმული სადიზაინერო ამოცანების გადაწყვეტის ვარიანტების შესახებ
** უთანხმებს ესკიზებს უშუალო ხელმძღვანელთან და ამზადებს საინფორმაციო და სარეკლამო გამოცემების (პრეს-რელიზების, განცხადებების, ბიულეტენბის, პრაის-ლისტების, სარეკლამო ბუკლეტების, პლაკატების და ა.შ.), საიდენტიფიკაციო მასალების (სავიზიტო ბარათების, ეტიკეტების, შეფუთვების, ბლანკების, სხ.), სავაჭრო ქსელის გაფორმების და გარე რეკლამის საშუალებების (თაროები, ბანერები, ლაითბოქსები, სხ.) საბოლოო მაკეტებს
** მუშაობს ახალი შრიფტების, გაფორმების სტილის შემუშავებაზე
** პროდუქციის ეტიკეტების, შეფუთვების დიზაინების შემთხვევაში ამობეჭდილ საბოლოო ვარიანტზე აწერინებს ხელს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს (ხარისხის სამსახური, ტექნოლოგი, მარკეტინგის მენეჯერი), როგორც ეს მოითხოვება შესაბამისი ინსტრუქციით
** აკონტროლებს სტამბებთან ურთიერთობებს, დაბეჭდილი მასალის მიწოდებულ დიზაინებთან შესაბამისობას, მოწოდების ვადებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი. სასურველია (გრაფიკული დიზაინის კუთხით)
** პროფესიული გამოცდილება:
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** სისხარტე;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თანდართული სამოტივაციო წერილით ფოტოსურათით და პორტფოლიოთი შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge არა უგვიანეს 2019 წლის 18 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.