ბუღალტერი

18 მაისი - 18 ივნისი

შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე. 

ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიციისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები.

ფუნქცია მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების შევსების, მიღების, წარდგენის და ანგარიშსწორებების კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, განკარგვის, ჩამოწერის სამუშაოების ჩატარება;
** პერიოდული და რიგგარეშე ინვენტარიზაციის ჩატარება;
** დანაკარგებისა და დანაკლისების თავიდან აცილების, დროულად გამოვლენისა და აღრიცხვის სამუშაოების წარმოება
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება 
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა
** საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა.
** სასურველია Exact-ის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე

კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე hr@barambo.ge და გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 28 მაისი.