მიმტანი

16 აპრილი - 16 მაისი

შპს "პალატი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

მიმტანის ძირითადი მოვალეობა:

** სტუმრისთვის მენიუს მირთმევა
** სტუმრის კონსულტირება საკვებთან და სასმელებთან დაკავშირებით
** მენიუსა და კერძების შემადგენლობის ცოდნა
** შეკვეთის მიღება და პროგრამაში გატარება
** შეკვეთის მიტანის უზრუნველყოფა
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და საჭიროების შემთხვევაში დახმარება

პიროვნული უნარ-ჩვევები და მოთხოვნები:

** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** ენერგიული და დისციპლინირებული 
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (აუცილებელია და შემოწმდება გასაუბრებაზე)
** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა
** აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული პირები, რომლებსაც სურვილი აქვთ გაიზარდონ და განვითარდნენ ჰორეკას კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, მინიმუმ 1 წელი
** თანამედროვე სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა მუშაობის პერიოდში 

ჩვენ გთავაზობთ

** განაკვეთი: სრული. სტუდენტებისთვის შესაძლებელია ნახევარი განაკვეთის და მოქნილი გრაფიკის მიწოდება 
** ჰორეკას კუთხით საქართველოს ბაზარზე განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა
** კომპანიაში ეტაპობრივი ზრდის და განვითარების შესაძლებლობა
** გუნდური, მშვიდი და ჰარმონიული გარემო

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: barpalaty@yahoo.com ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 595 28 63 07

წარმატებას გისურვებთ!