საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი

11 აპრილი - 10 მაისი

შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურში ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისის რეაგირება;
** კლიენტის მომსახურეობა კომპეტენციის ფარგლებში;
** კლიენტის პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
** ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე გამავალი ზარების განხორციელება;
** მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი (ნებისმიერი პროფილით);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საშუალო სასაუბრო დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება: "საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი".

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10.05.2019 წელი.

გისურვებთ წარმატებას!