ბიზნეს ანალიტიკოსი

05 აპრილი - 30 აპრილი

საერთაშორისო IT კომპანია "ASSECO" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან შემოვიდა "ასსეკო საქართველოს" სახელით და ლიდერი პოზიცია დაიკავა როგორც პროგრამული გადაწყვეტილებების, ისე IT ინფრასტრუქტურის მიმართულებებით საშუალო და დიდი ორგანიზაციებისთვის. "ასსეკოს" მასშტაბური და კომპლექსური პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს საფინანსო, განათლების, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციისა და სხვა სფეროებში. "ასსეკოს" მონაწილეობით განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო სერვისების ავტომატიზაცია და ელექტრონული მომსახურების დანერგვა. 

"ასსეკო" ამჟამად 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ჩვენთან 21 000 - ზე მეტი პროფესიონალია დასაქმებული. "ასეკოსთვის" ძლიერი გუნდის შექმნა არის უმთავრესი მიზანი. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაზე, უზრუნველვყოფთ გრძელვადიან სამუშაო სტაბილურობას, ვფიქრობთ თანამშრომლის ჯანმრთელობასა და პირად კომფორტზე, ვუქმნით კარგ სამუშაო ატმოსფეროსა და გუნდურ გარემოს. 

პოზიცია: ბიზნეს ანალიტიკოსი 

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება
** ამოცანების ჩამოყალიბება
** ტექნიკური დავალებების ჩამოყალიბება
** პროექტის release-ების დაგეგმვა და Scope-ის კონტროლი
** კლიენტის მოლოდინების მართვა და ინტერესების დაბალანსება
** კლიენტთან მუშა პროდუქტის მიტანა
** ტესტ-ქეისების შედგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალურად, რუსული ენის ცოდნა სასურველია
** MS Office -ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და ახალი გამოწვევებით აღსავსე სამუშაოს
** კვალიფიცირებულ გუნდთან მუშაობას
** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას (სხვადასხვა ქვეყნიდან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად)
** მუდმივ განვითარებას
** საბონუსე სისტემას 
** სადაზღვევო პაკეტს

თუ გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს, მიიღოთ დიდი გამოწვევები და იმუშაოთ საინტერესო ტექნოლოგიურ გარემოში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ან Linkedin პროფილის ლინკი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@asseco.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა ა/წ 30 აპრილის ჩათვლით.

გისურვებთ წარმატებას!