სერვისის კონსულტანტი

30 მარტი - 30 აპრილი

კაფე "ASSA" აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე.  

სამუშაო ადგილი: თბილისი, კრწანისის ქუჩა
გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მენიუს ცოდნა და მისი გაცნობა მომხმარებლებისთვით;
** სტუმრების მომსახურება - შეკვეთების მიღება;
** სხვადასხვა ალკოჰოლური/არაალკოჰოლური სასმელების მომზადება;
** შეკვეთების პროგრამული გატარება;
** ანგარიშსწორება;
** შეკვეთების სწრაფი მომზადება.
** კაფეს სისუფთავის უზრუნველყოფა - მაგიდების მოწესრიგება.

მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გამართული მეტყველება;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: krtsanisi@caucasusiberia.ge და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

გისურვებთ წარმატებას!