ღამის ცვლის ადმინისტრატორი

14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი

"სასტუმრო არმაზი პალასი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე. 

მოთხოვნები და პიროვნული უნარ ჩვევები:

** 21-დან 40 წლამდე.
** სქესი მდედრობითი 
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე;
** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** გაწონასწორებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

მოვალეობები:

** სტუმრის მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სტუმრების რეგისტრაცია;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე armazipalace@gmail.com;სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ღამის ადმინისტრატორი".