ჩამომსხმელი საამქროს მუშა

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას ჩამომსხმელი საამქროს მუშის პოზიციაზე. 

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
კატეგორია: საწყობი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
გამოცდილების დონე: დამწყები

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის გადაადგილების, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება;
** ბრენდების მიხედვით, პროდუქციის დახარისხება და შესაბამის ადგილას განლაგება;
** საწყობში პერიოდულად პროდუქციის აღწერა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ჩამომსხმელი საამქროს მუშა".

დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!