მთავარი ბუღალტერი

08 დეკემბერი - 08 იანვარი

კომპანია "არქი" წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. დღეს, "არქი" ითვლის 17 დასრულებულ პროექტს თბილისის მასშტაბით, 14 მიმდინარე მშენებლობას თბილისში და 1 დასრულებულ საცხოვრებელ კორპუსს ბათუმში. 

ჩვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მორგებულია ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში. 

კომპანია "არქი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. 

"არქიში" დასაქმებული მთავარი ბუღალტრის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის, სტრუქტურის და ანგარიშთა გეგმის მომზადება
** ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემის უზრუნველყოფა, აღრიცხვის დეცენტრალიზაცია და ფუნქციების დელეგირება
** თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკური საშუალებების გამოყენების საფუძველზე საბუღალტრო აღრიცხვის პროგრესული ფორმებისა და მეთოდების შემუშავება და დანერგვა
** საგადასახადო ანგარიშგებების სწორად და დროულად მომზადება და ხელმძღვანელების, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების უშეცდომო, სანდო საბუღლტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი
** დეკლარირება დადგენილ ვადებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
** მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება 
** ორისში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება 
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა 
** Ms Excel მაღალ დონეზე ცოდნა 
** აუცილებელია, ACCA სერტიფიკატი (სრული კურსი)
** აუცილებელია, IFRS სტანდარტების ცოდნა 
** აუცილებელია, ინგლისური ენის ცოდნა 

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად - ტესტირება და გასაუბრება. 

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@archi.ge , არაუგვიანეს 2018 წლის 30 დეკემბრისა

გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას არქი ჯგუფის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.