იურისტი

20 სექტემბერი - 20 ოქტომბერი

კომპანია "არქი" წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. დღეს, არქი ითვლის 20 დასრულებულ პროექტს და 20 მიმდინარე მშენებლობას საქართველოში.

ჩვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მორგებულია ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში.

კომპანია "არქი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

არქიში დასაქმებული იურისტის ფუნქციები იქნება:

** მოთხოვნის შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი დოკუმენტაციის შექმნა და განხილვა მხარეებთან
** სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი დოკუმენტაციის რევიზია
** თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა
** კომპანიის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** მოთხოვნის შესაბამისად, ოფიციალური კორესპონდენციის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია, უმაღლესი იურიდიული განათლება
** აუცილებელია, სამართლებრივი დოკუმენტაციის შექმნისა და რევიზიის მინ. 3 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია, ინგლისური ენის ცოდნა. ინგლისურ ენაზე სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება
** რუსული ენის ცოდნა და რუსულ ენაზე დოკუმენტების შექმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სამშენებლო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@archi.ge.
გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო 6 თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას "არქის" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.