ოპერატორი

09 იანვარი - 09 თებერვალი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებლისათვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
** ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუდენტი/ბაკალავრი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ​დისციპლინირებულობა, გაწონასწორებულობა;
** კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო განაკვეთი: 24 საათი, სამ დღეში ერთხელ
ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.