დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დაცვის სამსახური "ალგანი" აცხადებს მიღებას ოპერატიული ჯგუფის თანამშრომლის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 25-დან 40 წლამდე
** სიმაღლე: 185 სმ-დან
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა მართვის მოწმობა და მანქანის მართვის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** სპორტული აღნაგობა
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ, 24 საათი.
ანაზღაურება: თვეში 600 ლარიდან ზემოთ
გთხოვთ მობრძანდეთ გასაუბრებაზე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე. მისამართზე: თბილისი, "ბაქტერიოფაგის" მიმდებარე ტერიტორია, სააკაძის მე-2 გასასვლელი, ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ოპერატიული ჯგუფის თანამშრომელი
15 თებერვალი -
15 მარტი