მოტოპატრული

15 თებერვალი - 15 მარტი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის სამსახური "ალგანი" აცხადებს მიღებას ოპერატიული მოტოპატრულის თანამშრომლის პოზიციაზე.

მოთხოვნები: 

** სქესი: მამრობითი 
** ასაკი: 25-დან 40 წლამდე
** სიმაღლე: 180 სმ-დან
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა (მოტოციკლეტის) მართვის მოწმობა არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** სპორტული აღნაგობა 

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე. ერთი დღე დასვენება - შაბათი 
ანაზღაურება: თვეში 700 ლარიდან ზემოთ

გთხოვთ მობრძანდეთ გასაუბრებაზე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე. მისამართი: თბილისი, "ბაქტერიოფაგის" მიმდებარე ტერიტორია, სააკაძის მე-2 გასასვლელი, ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.