გაყიდვების მენეჯერი

30 მაისი - 30 ივნისი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

ძირითადი ფუნქციები: გაყიდვების მენეჯერი უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციების მუდმივ ზრდას გაყიდვების სტიმულირებისა და პროცესების ოპტიმიზაციით, რომელიც მოიცავს: დაგეგმვას, რეალიზაციების ანალიზს, გაყიდვების მეთოდების ოპტიმიზაციას, ბაზრის ახალი შესაძლებლობების ათვისებას. 

ძირითადი ვალდებულებები: 

** გაყიდვების მაჩვენებლების ყოველკვირეული, ყოველთვიური ანალიზი;
** გაყიდვების მაჩვენებლების შესახებ ანგარიშგების მომზადების კოორდინაცია კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება, შეხვედრების დაგეგმვა და მათთვის პრეზენტაციის ჩატარება;
** კომპანიაში მომსახურეობის მიღებასთან დაკავშირებით შემოსული ზარების პასუხი, მომხმარებლისთვის პროდუქტების გაცნობა, შეხვედრის ჩანიშვნა; 
** ბაზრის შესწავლა, პოტენციური პარტნიორების მოძიება;
** ხელშეკრულების შედგენის ორგანიზება და მისი ხელმოწერის უზრუნველყოფა; 
** მონიტორინგი ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე და გართულებების შემთხვევაში ჩართულობა;
** ახალი კომპანიებისა და პარტნიორების მოძიება; 
** გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; საჭიროებისამებრ, გაყიდვების ხელშემწყობი გადაწყვეტილების მომზადება და კომპანიის ხელმძღვანელებთან წარდგენა;
** მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა- გრძელვადიანი ურთიერთობების, ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების მიზნით;
** პრობლემურ კლიენტზე ინფორმაციის მომზადება და შესაბამისი დეპარტამენტისთვის გადაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში მსხვილი კორპორატიულ კლიენტის დებიტორული დავალიანების შემთხვევაში, მოლაპარაკების უშუალოდ წარმართვა;
** რეალიზაციის არხების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის მონიტორინგი, მათი განვითარება და წარმართვა უფრო მაღალი შედეგების მისაღებად; 
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შესწავლა - შეფასება და ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების მომზადება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მართვის უნარი;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი; 
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათი: 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. 
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.