გარე გაყიდვების ექსპერტი

30 მაისი - 30 ივნისი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე. 

ძირითადი ვალდებულებები: 

** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი კომერციული ურთიერთობების აწყობა;
** ახალი კლიენტის სავაჭრო ობიექტის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე კომპანიის პროდუქციის შეთავაზება/წარდგინება, ფასების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება; 
** კლიენტებისთვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა/შეთანხმება;
** ხელშეკრულებისთვის გაფორმების კოორდინაცია;
** არსებული კლიენტების მუდმივი ინფორმირება, კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის თაობაზე და აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება; 
** მუშაობის პროცესიდან გამომდინარე გაყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად ახალი იდეების და განვითარების გეგმის შეთავაზება უშუალო ხელმძღვანელისთვის; 
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების აღრიცხვა, მონიტორინგი;
** რეალიზაციის არხების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მოთხოვნები: 

** სავალდებულოა გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სასურველი ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სავალდებულოა საკუთარი მსუბუქი, ეკონომიური ავტომობილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი; 
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათი: 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. 
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.