გარე გაყიდვების ექსპერტი

18 თებერვალი - 18 მარტი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები: 

** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი კომერციული ურთიერთობების აწყობა;
** ახალი კლიენტის სავაჭრო ობიექტის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე კომპანიის პროდუქციის შეთავაზება/წარდგინება, ფასების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება;  
** კლიენტებისთვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა/შეთანხმება;
** ხელშეკრულებისთვის გაფორმების კოორდინაცია;
** არსებული კლიენტების მუდმივი ინფორმირება, კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის თაობაზე და აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება;
** მუშაობის პროცესიდან გამომდინარე გაყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად ახალი იდეების და განვითარების გეგმის შეთავაზება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების აღრიცხვა, მონიტორინგი;
** რეალიზაციის არხების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველი ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი მსუბუქი, ეკონომიური ავტომობილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათი: 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.