დაცვის თანამშრომელი

01 აპრილი - 01 მაისი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის "ალგანში" დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

მოთხოვნები: 

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 22-დან 40 წლამდე;
** სიმაღლე: 180 სმ-მდე;
** სასურველია დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია: 

** სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს 24 საათი.
** დასაცავი ობიექტი: ოფისი 
** ანაზღაურება: 450 ლარი (ხელზე ასაღები)

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

** პუნქტუალობა;
** დისციპლინა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა,

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 2353253, 2560101, ან გთხოვთ მობრძანდეთ გასაუბრებაზე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე. მისამართზე: ქ. თბილისი, ბაქტერიოფაგის მიმდებარე ტერიტორია, გ. სააკაძის მე-2 გასასვლელი, ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.