ბუღალტერი

15 თებერვალი - 15 მარტი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 5000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე. 

ძირითადი ვალდებულებები: 

** ბუღალტრული დოკუმენტაციის შექმნა და ანგარიშის წარმოება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული ასახვა;
** სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე;
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Outlook, MS Excel, MS Word) ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი; 
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი. 

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათლით - 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათს - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.