ადმინისტრაციული ასისტენტი

09 იანვარი - 09 თებერვალი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან/და ადრესატთან გადამისამართება;
** კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, რეგისტრირება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** შეხვედრების და თათბირების ორგანიზება;
** კომპანიიდან გასაგზავნი კორესპონდენციის მომზადება და გაგზავნის უზრუნველყოფა, აგრეთვე კომპანიაში შემოსული კორესპონდენციის მიღება და დროული გადამისამართება;
** კომპანიის სხვადასხვა საორგანიზაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუდენტი/ბაკალავრი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00 საათი, შაბათი 10:00 - 14:00 საათი.
** ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge; ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.