მიღება-განთავსების დეპარტამენტის ადმინისტრატორი

02 აპრილი - 02 მაისი

სასტუმრო "Adamo Hotel" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტში, ადმინისტრატორის პოზიციაზე. 

მდებარეობა: თბილისი, მთაწმინდა. პ. კაკაბაძის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებით)

მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პირობები: ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნონ ელფოსტაზე: form@hoteladamo.com და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!