"Zoommer"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე;
** ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** "Zoommer"-ის პროდუქციის პრეზენტაცია;
** კონსულტაცია პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და მათ შორის განსხვავებების შესახებ;
** კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების ორგანიზება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ბათუმი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ და მომსახურების ხარისხის ტრეინინგებს;
** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერიული წინსვლის შესაძლებლობებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@zoommer.ge
იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი მონაცემების განხილვა, ელფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"Zoommer"-ი წარმატებებს გისურვებთ!
გაყიდვების კონსულტანტი
06 ივნისი -
06 ივლისი