პრომოუტერი

30 აგვისტო - 25 სექტემბერი

შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. 

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად! 

შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს პრომოუტერის ვაკანსიას თბილისში.

ვაკანსიების რაოდენობა (1) 
სამუშაო ადგილი: "ისთ ფოინთი", დომინო
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებულს +ბონუსი 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: 

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დეტალური შესწავლა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის გაყიდვა და რეკლამირება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დალაგება, დახარისხება.

ძირითადი მოთხოვნები: 

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები: 

** კომუნიკაბელური;
** დეტალზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;
** მოტივირებული; 
** პასუხისმგებლობის გრძნობა; 

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 25 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ზოდი პლიუსი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.