პრომოუტერი

22 აპრილი - 22 მაისი

შპს "ზოდი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. 

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდათ ერთად! 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე თბილისში. 

ლოკაცია: თბილისი, "ისთ ფოინთი" 
სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: 

** მომხმარებელთან კომუნიკაცია, დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებული იყოს ბრენდის გაყიდვაზე;
** სრულყოფილად იცოდეს ბრენდის შესახებ ყველა ინფორმაცია;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები: 

** კომუნიკაბელური;
** დეტალზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;
** მოტივირებული; 

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 22 მაისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.