კონსულტანტი - ქუთაისი

16 ივლისი - 16 აგვისტო

შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას ქუთაისში.

ზოგადი ინფორმაცია: 

შპს "ზოდი პლიუსი" წარმოადგენს კარების, ლამინირებული იატაკის, კერამიკული ფილებისა და ბუნებრივი ქვების რეალიზატორ ერთ-ერთ მსხვილ და მზარდ გაერთიანებას ქართულ ბაზარზე. კომპანია დაარსდა 2007 წელს. კომპანიის საკუთრებაშია რამდენიმე ფილიალი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო საათებია: 09:3-18:30 (ზაფხულის მანძილზე, 09:30 საათიდან 19:00 საათამდე)
** სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, შპს "ზოდი პლიუსის" ფილიალი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დეტალური შესწავლა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის გაყიდვა და რეკლამირება
** კლიენტებთან ურთიერთობა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დალაგება, დახარისხება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პუნქტუალობა; 
** აკურატულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** კანდიდატი სასურველია იყოს 25-35 წლამდე.

უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ პროგრამა 1C-თან მუშაობის უნარებსა და რუსულ ან ინგლისურ ენას.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tdolidze214@gmail.com 2018 წლის 25 ივლისის 17:00 საათამდე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

გისურვებთ წარმატებას!