კონსულტანტი - გორი

15 თებერვალი - 15 მარტი

შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. 

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდათ ერთად!

შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას გორში.

სამუშაო ადგილი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კილომეტრი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: 

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დეტალური შესწავლა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის გაყიდვა და რეკლამირება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დალაგება, დახარისხება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია კანდიდატს ქონდეს პროგრამა 1C-თან მუშაობის გამოცდილება 

პიროვნული თვისებები: 

** კომუნიკაბელური;
** დეტალზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;
** მოტივირებული; 
** პასუხისმგებლობის გრძნობა; 

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 25 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.