კატეგორიის მენეჯერი

20 სექტემბერი - 20 ოქტომბერი

შპს "ზოდი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!

შპს "ზოდი " აცხადებს კატეგორიის მენეჯერის (გათბობა-გაგრილების მიმართულებით) პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ადგილი: წერეთლის 149
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** კატეგორიის ფარგლებში ასორტიმენტის ფორმირება და მართვა;
** ასორტიმენტის ანალიზის საფუძველზე ახალი მომწოდებლის მოძიება, მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული კატეგორიის პროდუქციის შესყიდვების, გაყიდვებისა და მარაგების ანალიზი.
** აქციების დაგეგმვაში ჩართულობა და ეფექტურობის განსაზღვრა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** შესყიდვების ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 (ექვსი) სამუშაო დღე, 09:30-18:30

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 20 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.