მერჩენდაიზერი

08 ნოემბერი - 08 დეკემბერი

მაღაზიათა ქსელ "ზღაპარს" უკვე აქვს 22 ფილიალი და აქტიურად განვაგრძობთ განვითარებას მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე , სულ მალე ახალი სავაჭრო ობიექტი საბურთალოზე საირმის ქუჩაზე შემოგვემატება.

ჩვენი წარმატების საიდუმლო ის გუნდია, რომელიც გამოირჩევა აქტიურობით, და განვითარებაზე ორიენტირებულობით.

თქვენც გთავაზობთ შემოგვიერთდეთ ახალ ობიექტზე მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

განახლებული სახელფასო ანაზღაურებით და საბონუსე დანამატებით.

გაითვალისწინეთ! ჩვენთან მომუშავე მერჩენდაიზერი არ არის მოსიარულე სხვადასხვა ფილიალებში.

შესასრულებელი სამუშაო:

** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროების გადავსება;
** პროდუქციის ვადების კონტროლი.
** თაროებზე სისუფთავის დაცვის კონტროლი.
** მერჩენდაიზერის მოვალეობაში არ შედის მომხმარებლის მომსახურეობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამოცდილება- სასურველია მერჩენდაიზერის, კონსულტანტის, მოლარის პოზიციაზე.
** ასაკი- 18- 35 წელი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სხარტი აზროვნება.
** დაკვირვების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო დღეები : კვირაში 6 დღე (დასვენების დღე ურთიერთშეთანხმებით).
გრაფიკი: სრული დატვირთვა.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გაიარეთ რეგისტრაცია ლინკის დახმარებით. http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zgapari.ge