საწყობის მენეჯერის თანაშემწე, საწყობის მუშა

02 ივლისი - 02 აგვისტო

"YOYOSO" - აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანაშემწისა და საწყობის მუშის პოზიციებზე.

"YOYOSO" - კორეული ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა და ამჟამად ათასზე მეტი. სავაჭრო ობიექტით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე. საქართველოში "YOYOSO"-ს პირველი ფილიალი 2018 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა.

1. საწყობის მენეჯერის თანაშემწე

მდებარეობა: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00
სახელფასო განაკვეთი: 800 ლარი 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საწყობის (მარაგების) მართვის პრინციპების ცოდნა;
** საქმიანობასთან და შესასრულებელ ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა უნარ-ჩვევები;
** კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება. 

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის დალაგებისა და საქონლის დასაწყობების პროცესში მონაწილეობა;
** მაღაზიისთვის საქონლის (ბრუნვების) მომზადება;
** საქონლის ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** მოწესრიგებული;
** აქტიური;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

2. საწყობის მუშა

მდებარეობა: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 
დასვენების დღე: ორი დღე კვირის განმავლობაში
სახელფასო განაკვეთი: 550 ლარი 

ძირითადი მოვალეობები:

საწყობში ფიზიკური სამუშაოების შესრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით და ელ მისამართზე: hr@yoyoso.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მენეჯერის თანაშემწე" და "საწყობის მუშა"
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"YOYOSO" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!