მარკეტინგის მენეჯერი

23 ივლისი - 23 აგვისტო

`"YOYOSO" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი და მარკეტინგ გეგმის შედგენა;
** მოლაპარაკებების წარმოება ორგანიზაციებთან, შეხვედრების, პრეზენტაციების დაგეგმვა;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების დაგეგმვა;
** ბრენდის სტანდარტების შესწავლა და სხვადასხვა პროექტების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
** გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლი და ანალიზი;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** სხვადასხვა პროექტებისგან მიღებული შედეგების შეფასება და პროექტის ეფექტიანობის განსაზღვრა;
** მედია-კომუნიკაციების გაფართოებაზე ზრუნვა;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** სხვადასხვა პრეზენტაციების დაგეგმვა, მოწყობა, განხორციელება და კონტროლი;
** შესყიდვებისა და გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი; 
** კონკურენტების ანალიზი.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალობა;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა; 
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** სიახლეების ათვისებისა და სტრატეგიული აზროვნების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით და რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან, ელ-მისამართზე: hr@yoyoso.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"YOYOSO" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!