ოფისის მენეჯერი/ადმინისტრაციული ასისტენტი

13 აპრილი - 13 მაისი

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის/ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 700 ლარი 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** დავალებების ვადების კონტროლი და საჭიროებისამებრ კომპანიის დირექტორისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა;
** ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** საჭიროებისამებრ სოციალური ქსელის მართვა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ. მისამართზე: t.gelashvili@winerykhareba.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია - "ოფისის მენეჯერი" - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავების, ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!