მძღოლ-ექსპედიტორი

15 აპრილი - 22 აპრილი

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის-ექსპედიტორის პოზიციაზე.

კომპანია "ვესტ ინვესტი" არის გაყინული ხორც-პროდუქტებისა და სხვა ნაწარმის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, რომლის პროდუქცია წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის პორტფელში ერთიანდება ისეთი ბრენდები, როგორიცაა "ბიბილო", "მამალო", "West Fish", "West Meat", "Ukrainian Chicken", "Divnoe" და სხვა.

განაკვეთი: სრული 
ხელფასი: 500 ლარი

მოთხოვნები:

** სქესი მამრობითი, ასაკი 30-45 მდე
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა)

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური და არაკონფლიქტური
** მოტივირებული
** პუნქტუალური, ორგანიზებული

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 22 აპრილი, 2019 წ.

გისურვებთ წარმატებებს!